Wednesday, August 4, 2010

ქ. დმანისი -1981 წლიდან (აზერბაიჯანული სახელწოდება- ბაშკეჩიდი)მოსახლეობა-6500
დმანისთან ახლოს მდებარეობს შუა საუკუნეების მსხვილი ქალაქ-ციხესიმაგრის ნანგრევები
დმანისი არ ყოფილა მხოლოდ უძველეს ადამიანთა საცხოვრებელი. პირველყოფილთა შემდეგ გავიდა კარგა ხანი და აქ ქალაქი დაარსდა. მდინარე მაშავერასა (მტკვრის შენაკადი) და ფინეზაურს შორის აღმოცენებული ქალაქი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ყველა დამპყრობელი ცდილობდა მის დაპატრონებას. მტერმა ეს ქალაქი ბევრჯერ დაანგრია. ბოლოს გაუკაცრიელდა და ნაქალაქარად იქცა. XIV ს. ბოლოს ქალაქი თემურ -ლენგის შემოსევების შედეგად განადგურდა.
1983 წელს აღმოაჩინეს მილიონ ნახევარი წლის წინანდელი ჰომინიდის ნაშთები, ქვის იარაღები და პრეისტორიული ცხოველების ძვლები. დმანისი ვულკანური წარმოშობის კონცხია, რომელიც მოიცავს 13 ჰექტარს.ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ჯავახეთიდან, ლავა გამოყვა მდინარე მაშავერას ხეობას და ეს კონცხიც მაშინ წარმოიშვა. არქეოლიგიური გათხრების შემგეგ მიღებულია გასაოცარი მონაცემები -აფრიკიდან ადამიანის მიგრაციის შესახებ.
აღმოჩენებმა კვლევის ახალი შესაძლებლობები შექმნეს დმანისელი ჰომინიდების წყალობით წარმოდგენა გვექმნება იმ პირველი მოგზაურების შესახებ, რომელთაც სავარაუდოდ საფუძველი ჩაუყარეს კავკასიიდან ადამიანის განსახლებას მთელ დედამიწაზე.
1991 წელს, გათხრების შედეგად აღმოჩენილი იყო გადაშენებული წარმომადგენლის ჰომინიდის (Homo georgius) ნარჩენები. ჰომინიდი არის ყველაზე მეტად განვითარებული და პროგრესული პრიმატების ოჯახი, რომელიც აგრეთვე მოიცავს ადამიანებს.
დამანისის ნაქალაქარი და მისი ციხე აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, მდინარე მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან მდებარეობს. მისი ტერიტორია ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან ყოფილა დასახლებული ქალაქი დმანისი, რომელსაც ძველი ისტორიული წყაროები მოიხსენიებენ, როგორც „ დბანისი“, ქვემო ქართლის შემადგენელი ნაწილია და უძველესი დროიდან ჯერ გაჩიანის, შემდეგ კი სამშვილდის საერისთაოში შედიოდა. იგი IV-VIII სს- ში ქალაქის ტიპის დასახლებას, ხოლო განვითარებული შუა საუკუნეში სამეფო ქალაქს წარმოადგენდა. მათ ზოგიერთ სანახებს სახვადასახვა დროის ბაღვაშები, ორბელები და თორელები ფლობდნენ. XV_XVII სს-ში დმანისის ლორე-ტაშირითურთ წარმოადგენდა სრულიად საბარათიანოს,XVII საუკუნის I ნახევარში საბარათიანო-საიოთამიშვილოს, ხოლო XVII-XVIII სს-ში დმანისისხევი და ლორე-ტაშირი საორბელიანოს დიდი სათავადო ყოფილაო.
IX-X სს-ში, დმანისი იყო ყველაზე განვითარებული მსხვილი, სტრატეგიული, ეკონომიკური და სასულიერო ცენტრი, რაზეც მეტყველებს აქ ძლიერი ქალაქისა და ციხის აშენება. დმანისს, როგორც საქართველოს სამხრეთ ჭიშკარს, განსაკუთრებით დიდი წვლილი შეჰქონდა საქართველოს სახელმწიფო ხაზინის გამდიდრების საქმეში ბაჟის სახით, რადგანაც სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა.

No comments:

Post a Comment